მოსკოვის სასულიერო აკადემიაში პატრიარქ ილია მეორისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართებადეკემბერი 21, 2017

24 დეკემბერს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორის, ვერეისკის მთავარეპისკოპოს ევგენის ლოცვა-კურთხევით, აკადემიის დიდ სააქტო დარბაზში, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღამო გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის სასულიერო აკადემიის ვებგვერდზეა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამით წარდგება მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიის ბავშვთა გუნდი “სიხარული”. ნაჩვენები იქნება, ასევე, პატრიარქ ილია მეორისადმი მიძღვნილი ფილმიც.