რუსი კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გადადგომას არ გამორიცხავენაგვისტო 18, 2017

რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციის გენერალური მდივანი, მღვდელი იგორ კოვალევსკი  რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ ტახტის დატოვების შესაძლებლობას არ გამორიცხავს და დასძენს, რომ პაპი “სპონტანური ადამიანია” და შეეძლო, ეს დაეშვა.

„თეორიულად პაპ ფრანცისკეს გადადგომაშესაძლებელია;  მას შეეძლო ეს დაეშვა. პაპი მართლაც სპონტანური ადამიანია და ძალიან ხშირად სპონტანურად გამოხატავს აზრებს. გამორიცხული არაფერია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გააკეთებს“ – განაცხადა კოვალევსკიმ.

ცნობილი გახდა, რომ 21-23 აგვისტოს მოსკოვში ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი იგეგმება.