პატრიარქი, სავარაუდოდ, შობის დღესასწაულამდე გადადგება – გიორგი ტიგინაშვილიდეკემბერი 21, 2017

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შობის დღესასწაულამდე გადადგომას ვარაუდობს. ამასთან დაკავშირებით გიორგი ტიგინაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

“სავარაუდოდ, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II უახლოეს მომავალში ( შესაძლოა შობის დღესასწაულამდეც) გადადგეს. ამის შემდეგ კი დაიგეგმება გაფართოებული საეკლესიო კრება და დაინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. ერთ-ერთი უეჭველი კანდიდატი ამჟამინდელი მოსაყდრე – მეუფე შიო იქნება, ხოლო ვინ იქნებიან მისი კონკურენტები, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. უფალმა ინებოს მშვიდობა, წესრიგი და სულიწმიდისეული მართლმკვეთელობა ჩვენს დედა-ეკლესიაში. ამინ!” – წერს თეოლოგი.

dogma.ge“-ს გიორგი ტიგინაშვილმა განუცხადა, რომ ამასთან, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების რედაქტირების საკითხი, რადგან, მისი თქმით, კანონთა ამჟამინდელი კრებული უამრავ სამართლებრივ კაზუსსა და ლაფსუსს შეიცავს, რაც კომპეტენტური სპეციალისტების (კანონიკის დარგში) პრეროგატივაა.

თეოლოგი იმედოვნებს, რომ ამ მხრივ პროცესი მთლიანად გამჭვირვალე და პატიოსანი იქნება.

dogma.ge