25 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი და კათოლიკური სამყარო მაცხოვრის შობას დღესასწაულობსდეკემბერი 24, 2017

25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ. დანარჩენი ეკლესიები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს აღნიშნავს.

ქრისტიანთა მიერ შობის დღესასწაულის აღნიშვნა მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. არსებობს ვარაუდი, რომ 25 დეკემბერს შობის აღნიშვნა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს წარმართულ დღესასწაულთან – „უძლეველი მზის დაბადებასთან“, რომელსაც ძველი რომაელები აღნიშნავდნენ.

მაცხოვრის შობის შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები – მათე და ლუკა.

IPN.GE