პაპმა ფრანცისკემ შობის წინ მსოფლიოსთვის მშვიდობა ითხოვადეკემბერი 24, 2017

რომის პაპმა ფრანცისკემ შობის წინა დღეს ღმერთს მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობა ითხოვა და გამოვიდა მოწოდებით, გათავისუფლდნენ გატაცებული ადამიანები, მათ შორის მღვდლები, მონაზვნები და საერო პირები.
„ჩვენ ვლოცულობთ მსოფლიოსთის მშვიდობის მისანიჭებლად, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც იტანჯებიან მიმდინარე კონფლიქტების გამო. კვლავაც მოვუწოდებ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გათავისუფლდნენ ადამიანები – მოძღვრები, მონაზვნები და საერონი და დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“, – განაცხადა პაპმა ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას ვატიკანში.

პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს უსურვა, რომ იმ საათებში, რომელიც მათ შობის დღესასწაულთან აშორებს, გამონახონ დრო და ჩუმად ილოცონ და იფიქრონ ქრისტეზე, „რომელიც გვიახლოვდება სიყვარულით, მორჩილებითა და სიფაქიზით“.