მოსფლიო პატრიარქის მილოცვა პატრიარქს ილია მეორესდეკემბერი 25, 2017

ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და ყოველგვარი სიკეთით სავსე, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მისალოცშია ნათქვამი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეს ეძღვნება
ბართლომეოსის მილოცვა საზოგადოებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გააცნო.

”ჩვენს მიერ დაწერილი საპატრიარქო წერილით მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე გულითადად მოგილოცავთ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეთმპყრობლად თქვენი არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს. დღემდე სიბრძნით, რწმენით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით სავსე მსახურებით, რომელიც თქვენს უწმინდეს ეკლესიასა და თქვენდამი რწმუნებულ ღვთის ბრძენ ერს სიყვარულით მიუძღვენით. ასევე ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და ყოველგვარი სიკეთით სავსე. ამ განწყობითა და წმინდა ამბორით გეხვევით თქვენო უნეტარესობავ და ქრისტემიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვრჩებით. მრავალსა წელსა მეუფეო.

თქვენი უნეტარესობის საყვარელი ქრისტესმიერი ძმა, ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი”, – ნათქვამია მილოცვაში.