წმ. თამარს (მარჯანიშვილი) რუსეთის საეკლესიო კალენდარში შეიყვანენდეკემბერი 29, 2017

რუსეთის წმინდა სინოდის დადგენილებით, ქართველ წმინდანს, თამარს (მარჯანიშვილი) რუსეთის საეკლესიო კალენდარში შეიყვანენ, რომლის ხსენების დღედ 10/23 ივნისი დაწესდება, როგორც ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარშია აღნშნული.

წმინდა თამარი სხვადასხვა დროს სამი მონასტრის – ბოდბის (საქართველო), პაკროვსკის (მოსკოვში) და სერაფიმე-ზნამენსკის სკიტის (მოსკოვის მახლობლად) იღუმენია იყო.

წმინდა თამარის (მარჯანიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად 2016 წლის 22 დეკემბერს შერაცხა.

წმინდა თამარი 1868 წლის 1 აპიროლს საქართველოში, ყვარელში დაიბადა და 1936 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.