ეგვიპტის ეკლესიაში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლადეკემბერი 29, 2017

ეგვიპტეში, ქაიროს მახლობლად მდებარე ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Al-Watan ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ოთხი პოლიციელია.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით ჰელუანში მდებარე ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი. თავდასხმაში ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა.