გურჯაანში 6 ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭააგვისტო 18, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ექვს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო და სოფლებში : ჩალაუბანში, კალაურში, მუკუზანსა და ვაჩნაძიანში არსებულ შუა საუკუნეების ტაძრებს ძეგლის სტატუსი განუსაზღვრა.

Imedinews-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, რომ დღეიდან აღნიშნული ეკლესიების მოვლა-პატრონობას უკვე სახელმწიფო უზრუნვეყოფს.

,,არ არის გამორიცხული უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხაში უახლოეს პერიოდში აღმოჩნდეს, თუმცა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია” – ამბობენ სააგენტოში.