მართლმადიდებლები ფერიცვალების აღსანიშნად ემზადებიანაგვისტო 18, 2017

მართლმადიდებლები 19 აგვისტოს, თორმეტიდან ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულის – უფლის ფერიცვალების აღსანიშნად ემზადებიან.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე სამი მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და წმინდა ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ, რომლებიც უფალს იერუსალიმში მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, მოციქულებს კი ზეციდან ხმა მოესმათ: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ”.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას მცხეთის სამთავროს მონასტერში დილით, 10:00 საათზე აღავლენს.

ამ დღეს ტაძრებში, ტრადიციულად, ახალი ხილი იკურთხება.