რომის პაპს სანტიაგოში სახეში ნაჭერი ესროლესიანვარი 17, 2018

რომის პაპ ფრანცისკეს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ხალხთან შეხვედრის დროს ნაჭერი ესროლეს. ვიდეოზე ჩანს, რომ 81 წლის პაპი გაოცებული იყო ინციდენტით, თუმცა ღიმილი შეინარჩუნა და მოსახლეობისთვის ხელის ქნევა განაგრძო.

დღეს რომის პაპი სანტიაგოში, იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებზეც კათოლიკე მღვდლებმა ან დიაკვნებმა  სექსუალურად იძალადეს. ჩილეში კათოლიკური ეკლესიის ირგვლივ ბოლო წლებში მრავალი სკანდალური ფაქტი გახმაურდა. საქმე ეხება გავლენიანი სასულიერო პირების მიერ მრევლზე ძალადობას, – მათ შორის ბავშვების გაუპატიურებას.

ჩილეს მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ, აქციის ფონზე, კათოლიკური ეკლესიის პირველი პირისგან მოითხოვდა, ბავშვთა გაუპატიურების შემთხვევებზე ღიად ესაუბრა და დაზარალებულებსა და მათი ოჯახების წევრებს შეხვედროდა.

იმედინიუსი