გერმანიაში მაღაროს გამო ტაძარი დაანგრიესიანვარი 17, 2018

გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქალაქების, კიოლნისა და დიუსელდორფის მახლობლად მდებარე სოფლის კათედრალი გიგანტური მაღაროს ინტერესების გამო დაანგრიეს. Immerather Dom-ის სახელით ცნობილი ეკლესია, ორგანიზაცია Greenpeace-ის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ნანგრევებად იქცა.

კომპანია RWE ყავისფერი ქვანახშირის რეგიონულ მომარაგებაზე წვდომის გაფართოებას ცდილობს. სხვა სახეობებთან შედარებით, ყავისფერი ქვანახშირზე წვდომა უფრო იაფი და მარტივია, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ წიაღისეულ საწვავადაა აღირებული. ეს ნიშნავს, რომ იმერატის ქვეშ არსებული ქვანახშირი მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მილიარდობით ტონა ნახშირბადის გამოყოფის მიზეზი გახდება.

იმედინიუსი