აქცია სახელწოდებით – “მამაო ბარში”იანვარი 19, 2018

რუსეთში, ხაბაროსვსკში, მართლმადიდებლურ კაფეში „ორი თევზი“ აქცია გაიმართა სახელწოდებით: „ მამაო ბარში“.

მღვდელმსახური ანდრეი დოლგოპოლოვი მომხმარებლებს ემსახურებოდა და მათთან სასულიერო თემებზე საუბრობდა.

„აქცია – „მამაო ბარში“ – ეს არის მოწოდება ადამიანებისადმი, რომ არა მხოლოდ გემრიელად მიირთვან, არამედ დაიკმაყოფილონ თავისი სულიერი შიმშილი: გაესაუბრონ მოძღვარს არაფორმალურ გარემოში, კითხონ მათთვის საინტეროსო კითხვები“ – განაცხადა მამა ანდრეიმ.

კაფეში აღნიშნეს, რომ აქციის იდეა მოულოდნელად გაჩნდა, მაგრამ ამ ღონისძიების შედეგად, ყველა კმაყოფილი დარჩა.

ამჯერად, აღნიშნული კაფე დიდი მარხვისთვის ორიგინალურ მენიუს ამზადებს.