ქრისტიანობა ეს არის ის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში – პატრიარქმა ილია II-მ ნათლულები დალოცაიანვარი 21, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი ნათლულები დალოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დიდება და მადლობა უფალს. ქრისტიანობა ეს არის ის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში. ვლოცავ მშობლებს, ოჯახის წევრებს და უპირველეს ყოვლისა, ვლოცავ სულიერ შვილებს, რომლებიც დღეიდან პატრიარქის ნათლულები არიან. ძალა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ!“, – ბრძანა პატრიარქმა.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული ამჯერათდ 708 ბავშვი გახდა.