პატრიარქი ილია II სერბეთის პარლამენტის სპიკერთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერის ვიზიტზე საუბარს გეგმავსიანვარი 24, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 25 იანვარს, სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაია გოიკოვიჩის შეხვდება, რომელთანაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრებს.

პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, საქართველოს საპატრიარქოს დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ მიუღია.

„ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენ, სამწუხაროდ, სერბეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. მხოლოდ კულუარულ ინფორმაციებს ვიღებთ, რომ სერბეთის პატრიარქთან შეხვედრა არ იყო ოფიციალური ვიზიტი. ამიტომ, საპატრიარქოში ხვალინდელ შეხვედრაზე ვთხოვთ მათ, რომ დაადასტურონ ეს ინფორმაცია ან შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინონ, რათა ქართული საზოგადოება ამაში დარწმუნდეს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელმა.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა ”სერბსკაში” 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი რესპუბლიკა ”სერბსკას” პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი 15 იანვარს გააგზავნა.

IPN.GE