25 იანვარს სამების ახალგაზრდულ ცენტრში “რელიგიების ისტორიის” სწავლებაზე იმსჯელებენიანვარი 24, 2018

25 იანვარს, პატრიარქის კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში, “რელიგიების ისტორიის” სწავლებასთან დაკავშირებულ შეხედულებების მოსმენა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს.

“გრძელდება მისი უწმინდესობის მიერ დაწყებული საზოგადოებასთან აქტუალურ თემებზე საუბრები. ხუთშაბათს 25 იანვარს 18 00 ზე ჩაინიშნა მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მოვისმენთ სკოლებში “რელიგიების ისტორიის” სწავლებასთან დაკავშირებულ შეხედულებებს. მოწვეულნი იქნებიან, განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი. შეხვედრა ჩვეულებისამებრ გაიმართება სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დასწრება თავისუფალია” – წერს მამა ანდრია.