მორწმუნე ექიმების უფლებებს ახალი სამსახური დაიცავსიანვარი 25, 2018

ამერიკაში ახალი სახელმწიფო სამსახური შეიქმნა, რომელიც მორწმუნე მედიკოსების უფლებებს დაიცავს.

„რწმენისა და სინდისის თავისუფლების საკითხების განყოფილება“ მოწოდებულია დაიცვას ჯანდაცვის თანამშრომელთა უფლებები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებებით უარს ამბობენ, მაგალითად, აბორტების გაკეთებაზე, ან ტრანსგენდერი პაციენტების დახმარებაზე.

აღნიშნული სამსახური, რომელიც ამერიკის ჰუმანიტარული მომსახურებისა და ჯანდაცვის სააგენტოსთან არსებული იქნება, ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიქმნა.

„არ შეიძლება ისეთი სიტუაციის დაშვება, როდესაც ადამიანი იძულებულია გააკეთოს არჩევანი ავადმყოფის დახმარებასა და თავის ღრმა მორალურ და სულიერ მრწამსს შორის. ახალი სააგენტო ასეთ შემთხვევაში, იურიდიულ დახმარებას გაუწევს უკანონო დისკრიმინაციის მსხვერპლთ“ – განაცხადა დეპარტამენტის დირექტორმა როჯერ სევერინომ.

ამასთან, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლუიზა მელინგმას განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარება უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო ნორმებით და სტანდარტებით, და არა რელიგიური მოსაზრებებით.