რელიგიების ისტორიების სწავლება საერთო სახალხო განხილვით უნდა გადაწყდესიანვარი 25, 2018

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, სკოლებში რელიგიების ისტორიების სწავლების გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის ფონზე უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს განუცხადა, სადაც აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გაიმართა.

ვაშაყმაძის თქმით, თემა აქტუალური და სამსჯელოა. “საინტერესოა, რომ ამ საკითხზე პოზიცია გამოიხატა. ჩემი პოზიციაა, რომ თუ თემა დაიძვრება, საერთო სახალხო განხილვის ფონზე, შესაბამისი სტრუქტურებისა და სააგენტოს ჩართულობით, ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. სიღრმისეულად საკითხის გარკვევამდე კარგი იქნება ყველამ თავი შეიკაოს ზედმეტი კომენტარების გაკეთებისგან, რადგან თემა ჯერ არ დაწყებულა და კრიტიკოსები უკვე გამოჩნდნენ. ის, რომ თემა მნიშვნელივანია, განსახილველია, ფაქტია და ამას ჩვენც მივესალმებით”, – განაცხდა ვაშაყმაძემ.