იტალიის ეკლესიებში „მამაო ჩვენო“-ს თარგმანი 2018 წლის ბოლომდე შეიცვლებაიანვარი 26, 2018

იტალიის საეპისკოპო კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლომდე იტალიის ეკლესიებში შეიცვლება „მამაო ჩვენო“-ს თარგმანი. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera იუწყება.

კერძოდ, დღეს არსებულ ტექსტში ფრაზა „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ჩანაცვლება ფრაზით „და ნუ დაგვიტევებ ჩვენ განსაცდელსა შინა“.

აღნიშნული ცვლილება ეპისკოპოსების საგანგებო სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც რომში 12-14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

წყარო: “ინტერპრესნიუსი

ასევე წაიკითხეთ