პატრიარქმა სრულიად საქართველოს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცააგვისტო 19, 2017

უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, – ამის შესახებ მცხეთის სამთავროს მონასტერში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, სადაც დღეს საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
პატრიარქმა სრულიად საქართველოს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უფალმა იცვალა ფერი, რათა მოწაფეებისთვის ეჩვენებინა თუ რა ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერიცვალება იყო იმისთვის, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. ფერიცვალება შესაძლებელია ადამიანისთვის მხოლოდ ღვთის ძალით და მადლით. შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”