შეუძლოდ ყოფნის გამო, პატრიარქი სიონის ტაძარში წირვას ვერ დაესწროიანვარი 27, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვას ვერ დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწმინდესის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა განსაკუთრებული არაფერია.

”პატრიარქი გაციებულია, ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ მოვახერხეთ, რომ დარჩენილიყო სახლში. რამდენიმე დღის წინ სიცივეში მოუწია ყოფნა და გაცივდა“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია გაიმართა. წირვა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.