პატრიარქის ექიმი – ჩვენი სურვილია, უწმინდესი სახლის პირობებში რამდენიმე დღით დარჩესიანვარი 27, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, უწმინდესი გაციებულია და სახლის პირობებში იმყოფება. მას რაიმე მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება. ექიმმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ პატრიარქმა, შესაძლოა, კვირას მსახურება ჩაატაროს.

„უწმინდესი შესაძლოა ხვალ მსახურებაზე იყოს. ჩვენი სურვილი კი არის, რომ ის სახლის პირობებში რამდენიმე დღით დარჩეს. ამჯერად, უბრალოდ გაციებულია. გვინდა, რომ ეს ყველაფერი არ გართულდეს“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქი შეუძლოდ ყოფნის გამო, დღეს სიონში წირვას ვერ დაესწრო. წირვა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.