დღეს წმიდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის ხსენების დღეაიანვარი 28, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს უახლოესი მეგობრების და თანაშემწეების, წმიდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის (IV) ხსენების დღეს აღნიშნავს.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო, პეროჟავრა კი ქართლის ერისთავის მეუღლე. ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ბოდბეში წმიდა ნინოს დასნეულების შემდეგ, წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება ჩაიწერეს.