სერგო ვარდოსანიძე ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორად უვადოდ დაინიშნაიანვარი 31, 2018

პატრიარქის გადაწყვეტილებით, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად უვადოდ დაინიშნა. პროფესორი ამასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

“2018 წლის 31 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ახალი წესდება, ახალი წესდების თახმად გაუქმდა უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო.აქედან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2018 წლის N 6 ბრძანების თანახმად პროფესორი სერგო ვარდოსანიძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს უვადოდ” – ნატქვამია პროფესორის ფეისბუქპოსტში.