ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას ისურვა, კაცობრიობამ დაამარცხოს საშინელი სენითებერვალი 4, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა და ისურვა – ინებოს უფალმა, კაცობრიობამ ეს საშინელი სენი დაამარცხოს.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქმა ამ სენისგან განასაკუთრებით ბავშვების განკურნება ისურვა.

“სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას ვგლოვობთ და ამას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინებლი სენი. ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები ამ საშინელი სენისგან”, – განაცხადა პატრიარქმა.