რუსთავში, ლათინ-კათოლიკეთა მშენებარე ტაძრის კედელში რომის პაპის ნაკურთხი ქვა ჩაიდოთებერვალი 7, 2018

რუსთავში დღეს ლათინ-კათოლიკეთა თემის „ღვთიური გულმოწყალების“ სახელობის მშენებარე ტაძრის კედელში საზეიმოდ პირველი სიმბოლური ქვა ჩაიდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული ქვა რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოში ვიზიტის დროს აკურთხა.

ცერემონიას, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მიწვევით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს წარმომადგენლები ნინო ჭავჭავაძე და სერგო ფარულავა ესწრებოდნენ.

„ღვთიური გულმოწყალების“ სახელობის მშენებარე კათოლიკური ტაძარი რუსთავში ადგილობრივი კათოლიკე თემის მოთხოვნით შენდება, ინტენსიური მშენებლობა კი რომის პაპის ფრანცისკეს ვიზიტის შემდეგ დაიწყო. 2016 წელს რუსთავის კათოლიკე მრევლმა და სასულიერო დასმა „გულმოწყალების კარი“ გახსნა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, კათოლიკე ეკლესიის საჭიროებების მოსაგვარებლად წარმატებით თანამშრომლობს მის ადგილობრივ იერარქიასთან“, – აცხადებენ სააგენტოში.

IPN.GE