8 თებერვალი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეათებერვალი 7, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 8 თებერვალს, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები სავედრებელ პარაკლისს გადაიხდიან.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.