რუსეთი ორბიტალური ტაძრის მშენებლობისთვის ემზადებათებერვალი 8, 2018

„როდკოსმოსი“ 30 მილიარდის დახარჯვას გეგმავს ორბიტალური ტაძრის შესაქმნელად, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია 2018-2024 წლების რუსეთის კოსმოსურ პროგრამაში.

დოკუმენტის თანახმად, ტაძარს შექმნიან საბჭოთა თანამგზავრის – „ეპსილონ-კა“-ს ბაზაზე.

საზომი აპარატურის განყოფილების ნაცვლად, დამონტაჟდება მინი სამლოცველო. ფოტოგრაფირების მოდულს კი წმინდანთა ნაწილებით ჩაანაცვლებენ – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის მიხედვით, ამგვარად წმინდანები კოსმოსიდან დაიცავენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოს.

ორბიტალური იარაღის განყოფილება თავის ადგილზე დარჩება – თავდაცვის სამინისტრო 5 მილიარდ რუბლს გამოყოფს შესაბამისი შეიარაღების სრულყოფილად დამუშავებისთვის. ტექნიკური დავალების საჯაროდ ხელმისაწვდომი ნაწილის მიხედვით, ორბიტალურ ტაძარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გაანადგუროს სხვა თანამგზავრები და გააკონტროლოს ბალისტიკური რაკეტების მოძრაობა.