მეუფე შიომ თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაული პარაკლისი გადაიხადათებერვალი 8, 2018

თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისი შესრულდა, ასევე პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მსახურება ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა. სამების საკათედრო ტაძარში თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები, მეცნიერები იმყოფებოდნენ, ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

IPN.GE