რელიგიის სააგენტომ ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის კონფერენციის მასალები წიგნად გამოსცათებერვალი 8, 2018

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის II კონფერენციის მასალები წიგნის სახით გამოსცა.

მოცემულ კრებულში კონფერენციის – რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში – მასალებია წარმოდგენილი. თითოეული მოხსენება შეიცავს რეკომენდაციებსა და რჩევებს, როგორ გავხადოთ ჩვენი გარემო კიდევ უფრო ტოლერანტული და კეთილგანწყობილი სხვა რელიგიებისა და ეთნოსების მიმართ.

„ვფიქრობთ, კრებული კარგი საჩუქარი იქნება როგორც სპეციალისტთათვის, ისე რელიგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის. კონფერენცია „ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით 2017 წლის 15 ნოემბერს მეორედ გაიმართა, რომელშიც საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია პრესრელიზში.