დღეს ეკლესიაში მიცვალებულთა ხსენება აღესრულებათებერვალი 10, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის წინ, უძღები შვილის კვირაში, შაბათ დღეს მიცვალებულებს მოიხსენიებს. სხვაგვარად ამ დღეს ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღე ეწოდება.
წირვის დასასრულს, ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.

საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ ლოცვებს, ანთებს სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას.

საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.