ეკლესიაზე თავდასხმისას, ოთხი ადამიანი დაშავდათებერვალი 11, 2018

ინდონეზიაში, ქალაქ ჯოკიაკარტაში, ხმლით შეიარაღებული პირი კათოლიკურ ეკლესიას თავს დაესხა. ადგილობრივი გამოცემა Jakarta Post-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც სავარაუდოდ უნივერსიტეტის სტუდენტია, ეკლესიაში შეიჭრა და თავს დაესხა სასულიერო პირს, რომელსაც ჭრილობა მიაყენა თავის არეში. ასევე, დაშავებულია მრევლის ორი წევრი და ერთი პოლიციელი.

ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. „ჩვენ ის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა ის დაჭრეს“, – განაცხადეს პოლიციაში.

თავდასხმის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის.
IPN.GE