ორშაბათიდან ყველიერის კვირა იწყებათებერვალი 11, 2018

ორშაბათიდან ყველიერის კვირა იწება. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საშინელ სამსჯავროს იხსენებს.

ხორციელის კვირა დღიდან ხდება ხორცის აკრეფა – მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის  ყველიერის შვიდეული. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი მარხულთათვის ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, წაიკითხეს ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ყველიერის კვირის ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც დიდმარხვის განმავლობაში იკითხება.