გიორგი მარგველაშვილი – ურთულეს პერიოდში კათალიკოს-პატრიარქი იდგა ჩვენს გვერდით და ურთულეს გამოწვევებს აგვარიდებდათებერვალი 12, 2018

ურთულეს პერიოდში, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური სისტემები, ეკონომიკა და დადგენილი ღირებულებათა სისტემა ინგრეოდა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იდგა ჩვენს გვერდით და ურთულეს გამოწვევებს აგვარიდებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღევანდელი დღე და ჩვენი დისკუსიის სულისკვეთება ალბათ მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ ადამიანით, რომელსაც ჩვენ ყველანი განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების, ეკლესიის, რელიგიური მიმდინარეობების და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, ყველაზე საინტერესოდ ალბათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც მე ვიცნობ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოადგინა თავისი ცხოვრებით ამ თანამშრომლობის შინაარსი. ურთულეს პერიოდში, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური სისტემები, ეკონომიკა და დადგენილი ღირებულებათა სისტემა ინგრეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იდგა ჩვენს გვერდით და ურთულეს გამოწვევებს აგვარიდებდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

IPN.GE