ე. წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 13 თებერვალს გამოცხადდებათებერვალი 12, 2018

ე. წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ხვალ 12.00 საათზე გამოცხადდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, სწორედ ხვალინდელ პროცესზე გამოჩნდება, თუ რამდენად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია სასამართლო.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააუქმებს. თუ სასამართლო ბრალდებულს კვლავ პატიმრობაში დატოვებს, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შემდგომ კი საქმის შესასწავლად ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დეკანოზის ბრალეულობას ადასტურებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.