დეკანოზის განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდებათებერვალი 13, 2018

დეკანოზ გიოგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.

როგორც მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ ხელისუფლების სასარგებლოდ. მისივე თქმით, დაცვის მხარე აპირებს მიმართოს ევროპულ სასამართლოსაც.

„შემდეგი გეგმა გვაქვს რომ საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, ის არის გარდაცვლილი. ქვეყანაში არ არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები. დღევანდელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმ შეკვეთის გაგრძელება, რომელიც პროკურატურაში დაიწყო და საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა. დღეს კოპირება გაუკეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. მინდა ვთქვა, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს, სამართალი ვერასოდეს იზეიმებს და ყველაფერი კეთდება, რათა მოერგოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ინტერესებს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

IPN.GE