თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე – აზრი არ აქვს – მეუფე შიოთებერვალი 18, 2018

თუკი ვერ მიუტევებ და არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე – აზრი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამებაში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მან მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და მრევლს მიმართა, რომ თუკი ადამიანს მიტევების უნარი არ აქვს, ყველაფერი ფუჭი და ამაოა. „ღვთის მიერ ცოდვათა მიტევება ეწოდება იმას, როდესაც სულიწმინდის მადლი მოდის ჩვენს სულში და ჩვენს ცოდვებს განწმენდს. ეს ვერ მოხდება, თუკი ჩვენ გულში ჩატოვებული გვექნება მიუტევებელი წყენა სხვა ადამიანის მიმართ. ამიტომ თუკი გვინდა, რომ უფალს დავუახლოვდეთ და მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს გამოვასწოროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს 17.00 საათზე სამების ტაძარში შენდობის ლოცვა ჩატარდება.

IPN.GE