სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვათებერვალი 18, 2018

სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა,  უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა. მისმა უწმინდესობამ მრევლს შენდობა სთხოვა, ასევე, ილოცა საერო და სასულიერო პირთათვის.

“ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა; ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა; ღმერთო შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, ბერ-მონაზვნებსა; ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას და მოხუცებულთა; ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა; ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრებთა თანამემამულეთა; ღმერთო, შემინდე მე ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ მე ცოდვები ჩემი”,- განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა მრევლს მარხვის სინანულში გატარება და ბედნიერი აღდგომა უსურვა.