ადამიანი, ვინც გორის ტაძარში ხელყუმბარა დატოვა, მისი სამართალდამცველებისთვის გადაცემას ითხოვდათებერვალი 19, 2018

ადამიანი, რომელმაც გორის ხარების სახელობის ტაძარში ხელყუმბარა და წერილი დატოვა, ასაფეთქებელი მოწყობილობის სამართალდამცველებისთვის გადაცემას ითხოვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ განუცხადა.
“დღევანდელი ფაქტი საფრთხილო და შემაშფოთებელი იყო. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული მტრობა ეკლესიის მიმართ, რადგან ამ ხელყუმბარას თან ახლდა წერილი და იყო ადამიანის თხოვნა, რომ ეს ხელყუმბარა გადაცემოდათ სამართალდამცველებს” – განუცხადა მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს.

როგორც ცნობილია, დღეს, ქალაქ გორში, წერეთლის გამზირზე მდებარე ეკლესიაში ხელყუბარა იპოვეს. ამის გამო შს სამინისტროს თანამშრომლები გამოიძახეს.