რუსეთის ეკლესია – ეკლესიურობა ხელს უწყობს გეები ტრადიუციულ ორიენტაციას დაუბრუნდნენთებერვალი 20, 2018

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან სამოძღვრო სამუშაოების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეკლესიურობა ხელს უწყობს ისინი ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას დაუბრუნდნენ. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.

„ადამიანებთან, რომლებსაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გააჩნიათ, სამოძღვრო გამოცდილების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანი სრულიად თავისუფლდება ამისგან, ან ისე იწყობს ცხოვრებას, რომ ამან ხელი არ შეუშალოს, გახდეს სრულფასოვანი მეოჯახე“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მღვდელმთავარმა მეცნიერთა დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ადასტურებენ, რომ სექსუალური ორიენტაცია თანდაყოლილი არ არის, არამედ ადრეულ ასაკში ფორმირდება სხვადასხვა სახის ფაქტორების ზეგავლენით.