ტურინის სუდარას კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდააგვისტო 20, 2017

ტურინის სუდარას, რომელშიც იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს სხეული გაახვია, მეცნიერებმა კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარეს. ამისთვის მათ მაღალტექნოლოგიური მიკროსკოპი გამოიყენეს. იტალიელმა სპეციალისტებმა ქალაქ ბარის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტიდან სიწმინდე გულდასმით დაათვალიერეს და მასზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

სუდარაზე სისხლის ნაწილაკებს ფერიტინისა და კრეატინინის მომატებული შემადგენლობა აქვს. მკვლევართა აზრით, ეს სისხლი იესო ქრისტეს ეკუთვნის, ამიტომ სუდარა სავსებით შესაძლებელია, რომ ავთენტურია. პროფესორ პადუი ჯულიო ფანტის განცხადებით, სისხლში ხსენებული ნივთიერებები იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტილოში შეხვეული ადამიანი ძლიერად იყო ნატანჯი. ფერიტინი და კრეატინი, მეცნიერის ტქმით, სისხლში მაშინ გამოიყოფა, როდესაც ადამიანი ძლიერ ფიზიკურ ტანჯვას განიცდის, მაგალითად, წამებისას. ეს აღმოჩენა ირიბად ადასტურებს სუდარის სინამდვილეს და ამტკიცებს, რომ ქრისტეს ვნებანი სრულიად რეალური იყო.