ვლადიმერ პუტინს ყირიმის ტერიტორიაზე “რუსული მექას” შექმნა სურსაგვისტო 21, 2017

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოდის ინიციატივით, ყირიმში, ხერსონესში შეიქმნას “რუსული მექა”, რათა, მისი თქმით, ეს ადგილი გახდეს რუსეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საფუძველი.

“აქ უნდა შევქმნათ რუსული, რუსეთის მექა. საქმე იმაში არ არის, რომ აქ თავადი ვლადიმერი მოინათლა, არამედ იმაში, რომ ამის შემდეგ აქ დაიწყო ცენტრალიზებული რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერება” – განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმში ყოფნისას, მეცნიერებთან შეხვედრისას გააკეთა და შეკრებილებს შესთავაზა განიხილონ ყირიმისა და სევასტოპოლის შემადგენელი სასულიერო ასპექტები.