რუსეთის საპატრიარქო უკვე ჩაერთო ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხშიმარტი 4, 2018

რუსეთის საპატრიარქო უკვე ჩაერთო ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

“დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს” – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.