პატრიარქი გია მაისაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებსმარტი 6, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დიდია გულისტკივილი ბატონ გიორგის (გია) გარდაცვალების გამო. იგი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაგრამ ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე პოლიტიკურ–ეკონომიკური აზროვნების სფეროში და ახალგაზრდების აღზრდის საქმეში.
ბატონი გიორგი მთელი გულით ცდილობდა, ემსახურა სამშობლოსთვის და მიუხედავად დიდი ხნის მანძილზე ქვეყნიდან შორს ყოფნისა, ფიქრით არასოდეს განშორებია მას; ამიტომაც იყო, რომ თავისი მთავარი ნაშრომიც საქართველოს მომავლისთვის ზრუნვას მიუძღვნა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო მის ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ძალა იმისა, რომ ლოცვითა და კეთილი საქმეებით შეეწიონ გიორგის უკვდავ სულს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.