“მეუფე შიოს ინიციატივამ, შესაძლოა, საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს”მარტი 11, 2018

პატრიარქის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანას უკვე აღარაფერი ეშველება, კომენტარი ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა გააკეთა. ცურტაველი მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული.

„მარტინ ჰაიდეგერი ბრძანებს, კაცობრიობა შევიდა ჩიხში, წინ კედელია, უკან ვერ ტრიალდება და არის მხოლოდ ღვთის მოლოდინში. ეს არის დღევანდელი საქართველო,“ – განაცხადა მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა.

მიტროპოლიტ ვახტანგის განცხადებით, მეუფე შიოს ინიციატივამ, რომ სამღვდელოება ეკლესიებიდან ხალხში უნდა გავიდეს, შესაძლოა, საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს.

„ამ ეტაპზე შესაძლოა მოხდეს პირიქით, უკუ რეაქცია მაგრამ საბოლოოდ, გაიმარჯვებს სასულიერო ჩვენი მოღვაწეობა. მე ბევრ რამეში ვეთანხმები მეუფე შიოს, მაგრამ ყველას აქვს თავისი აზრი, შეხედულება და ხედვა. ძალიან კარგი, დროული განცხადებები გაკეთდა, იმიტომ რომ ეკლესია გრძნობს ამ ყველაფერს და სიმართლეს ღაღადებს ყოველთვის,“ – განაცხადა მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა.

წყარო: “რუსთავი 2