საპატრიარქო შეშფოთებულია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურების გამომარტი 12, 2018

საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია იმის გამო, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება გაჭიანურდა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში დღეს, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი იმყოფებოდა და ჭირისუფალს მიუსამძიმრა. მიტროპოლიტის განცხადებით,  ტრაგედიაა, ოჯახს საშუალება რომ არ ეძლევა არჩილ ტატუნაშვილი ქრისტიანულად დაკრძალოს.

„ვართ ძალიან შეშფოთებულები, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გამოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება ქრისტიანულად დაკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისხენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება“, – განაცხადა შიო მუჯირმა.
IPN.GE