VIDEO „ჩემო ერო, შენი მოძღვრები გაცდუნებენ შენ“ – მეუფე სპირიდონის ქადაგებამარტი 12, 2018

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ჯვრისთაყვანისცემის კვირას, წირვის შემდეგ, ქადაგებაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა მიერ რამდენიმე დღის წინანდელ აქციას, საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში…

“შევასრულოთ ღვთის აღთქმა”

“ასეთი მძიმე დღეები, რომელიც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ვინც ბიბლიას კიტხულობს, იცის, რომ ადამიანს ღმერთთან შეთანხმება აქვს დადებული. ღმერთი ადამიანს ეუბნება, რომ გევალებათ სიწმინდის, სარწმუნოების, სულიერიების, პატიოსნების და წესიერების დაცვა და დანარჩენს მე შეგძენთ თქვენ. ამიტომ, როდესაც ადამიანი ღვთისადმია გულით მინდობილი, მას უფალი ყველაფერს აძლევს და ყველაფერს შესძენს. თქვენ იცით, რომ ისტორიამ ეს ყველაფერი დაადასტურა – თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის პერიოდი – როცა ქართველი ხალხი სასუფეველს ეძიებდა და მისი ხელმძღვანელობა, მისი მთავრობა, მისი მხედრობა, მისი მეთაურები, მეფე – მაშინ საქართველო იყო უძლიერესი სახელმწიფო, რომლის წინაშეც შიშით კანკალებდა ის ხალხი, ვინც დღეს ყოფილ პლეხანოვზე – დავით აღმაშენებელზე, შოთა რუსთაველის პროსპექტზე რასაც უნდა იმას აკეთებენ.

ამიტომ ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ: შევასრულოთ ღვთის აღთქმა, პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი პატიოსნება, ჩვენი ზნეობა ჩვენი წესიერება და უფალი ყველაფერს გაგვიკეთებს. ჩვენ კი პირიქით მოვიქეცით – დავხიეთ უფალთან დადებული აღთქმა, მოვისროლეთ ზურგს უკან, მივაფურთხეთ პატიოსნებას, ზნეობას, წესიერებას, სიწმინდეს, ყველანაირი უკუღმართობისკენ გვიჭირავს თვალი და მერე გვიკვირს რატომ ვართ ასე ცუდად” – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე სპირიდონმა.

“დაღმართზე დაგორებულ ლოდს საშინელი აღმართი შეაჩერებს”

“მომხდარა კი საქართველოში ისეთი სიბილწეები, რაც ბოლო პერიოდში ხდება? ეკლესიაში სამარცხვინო კი არა, საშიშიც კი არის ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების ხსენება. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლთან გამოვიდნენ და დაიწყეს უფლებებზე ლაპარაკი. სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, მათ ქართული პოლიცია იცავდა. პოლიცია, რომელიც 9 აპრილს ხალხის მხარეზე დადგა… ერთმა ადამიანმა ვერ შეიკავა თავი და კვერცი ესროლა.

ბიძინა ჩოლოყაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია. მას და წმინდა გიორგის ეწოდებათ მხოლოდ მთავარმოწამე. ასევე შალვა და ელიზბარი. როდესაც საქართველოში ასეთი გათახსირება დაიწყო, ჯარი შეკრიბეს და ხმალი აიღეს ხელში, ამოწყვითეს საქართველოში შემოსული ყიზილბაშები… ვის უნდა მიბაძოს ჩვენმა ხელისუფლებამ მტავრობამ, პოლიციამ? – ჩვენ დიდ წინაპრებსა თუ ბოდიში და თავზე ხელი უსვას პიდარასტებსა და გარყვნილებს? სირცხვილი არ არის? იმის მაგივრად, რომ უთხრა მათ: წადი, შვილო, სახლში, გამოსწორდი, ნუ ხარ ამ საშინელ ცოდვაში ჩავარდნილი, ნუ აკეთებ ამ საშინელი ცოდვის პროპაგანდას. თუ ხარ ამ ცოდვაში, ამოდი მაგ ცოდვიდან. ხდება პირიქით: იცავენ, რომ ვინმემ მათ ზედმეტი სიტყვა არ უთხრას. აი, ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია. ამიტომ თქვა პატრიარქმა, რომ ჩვენი ერი ჰგავს ციცაბო დაღმართში დაგორებულ ლოდს და არ ვიცი, რა გააჩერებსო მას. – მას გააჩერებს საშინელი აღმართი და ეს აღმართი იქნება საქართველოში იმიტომ, რომ ღვთისმშობელი არ დაუშვებს ამ გათახსირებას, ის საქართველოს არ დათმობს და თქვენ ნახავთ ამას.

ტელევიზორში გამოდიან და მშველელად და მხსნელებად აღიარებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ტრანსგენდერებს, ჰომოსექსუალების და გარყვნილების პარადებს აფინანსებენ, რეკლამას უკეთებენ და კანონით უნდათ რომ დაიცვან. მათ აქებენ და ხალხი, ვისაც პატიოსნად ცხოვრება სურს, აძაგებენ.

თუ უნდა ქართველ კაცს იცხოვროს სოდომ-გომორში, უარი უნდა უთხრას მას”.

„ჩემო ერო, შენი მოძღვრები გაცდუნებენ შენ“

“როგორ შეიძლება ქართველი კაცი ნატრობდეს იმ ქვეყანაში (ევროკავშირი და ნატო – რედ.) შესვლას და იმ კანონებით ცხოვრებას, სადაც ასეთი გათახსირება და სიბილწე ხდება? და მითუმეტეს როგორ შეიძლება სასულიერო პირი ამაზე საერთოდ სიტყვას ძრავდეს? აქ ლაპარაკია ზნეობაზე და არა პოლიტიკაზე, სარწმუნოებაზე და არა პოლიტიკაზე. ბიბლიაში წერია: „ჩემო ერო, შენი მოძღვრები გაცდუნებენ შენ“. რა უნდა ელაპარაკო ისეთ სასულიერო პირს, რომელსაც ეს ურჩევნია და ამისკენ მიდის?! ჩემ თვალში ის არ არის სასულიერო პირი. უფალი ამბობს: ნუ გეშინია მისი, ვინც შენ ხორცს კლავს, არამედ იმის გეშინოდეს, ვინც შენს სულს კლავს.

ლოცვა ჩვენ აღარ გვაქვს, მარხვა ჩვენ არ გვაქვს ისეთი, როგორიც ძველ მამებს ჰქონდათ. ჩვენი ცხოვრება ყოველ წუთში ცოდვიანია და როგორ უნდა ვცხოვნდეთ? – იმით უნდა ვცხოვდეთ, რომ დავითმინოთ ის საშინელი ცილისწამებანი, რაც ჩვენზეა. რამდენიც ჩაიწერეს ჩემი ასეთი ქადაგება, გავარდა დაპროგრამებული დელეგაცია საპატრიარქოში და მეუფე სპირიდონის მოშორება მოითხოვეს. როდესაც მიზეზი კითხეს, უთხრეს, რომ ეკლესიებს არ აშენებსო. აბა, ვინ ააშენა ეს ტაძარი? როდის აშენდა ხულოში ტაძარი? – ღმერთმა ააშენა, ხალხმა ააშენა, მაგრამ ხომ ჩემი ლოცვა-კურთხევით აშენდა?! ძალიან ბოდიში თქვენთან, მაგრამ პლაჟზე ეკლესიებს ვერ ავაშენებ… ამიტომ, ჩვენ იმის კი არ უნდა გვეშინოდეს, ვინც ხორცს კლავს, არამედ ცოდვის უნდა გვეშინოდეს. მეუფე სპიროდი ამბობს მხოლოდ იმას, რომ არ შეიძლება ცოდვების პროპაგანდა და მიუღებელია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა ასეთ საკითხებში, ვისაც დაკანონებული აქვთ ოფიციალურად ეს საშინელება. ამ ქვეყნებს ვეხვეწებით დახმარებას, ფულს. ისინი კი გვეუბნებიან: ჰომოსექსუალებსა და ტრანსგენდერებს თუ მოამრავლებ შენ ქვეყანაში, მოგცემ დახმარებას.

ვდგევართ ამ გათახსირების, სამშობლოს ღალატის და ქართული მიწების გაყიდვის გზაზე, მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება. რა დარჩენია ქართველ ხალხს? – ისეთი აღმართი შეახვედროს, რომ ის დაგორებული ლოდი გაჩერდეს. სიწმინდის დამკარგველი ერი კარგავს წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლებას. საქართველო წმინდა მიწაა და ქართველმა თუ სიწმინდე დაკარგა, ის კარგავს წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლებას”.

DOGMA.GE