ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის დაზიანებული ფრესკების რესტავრაცია იგეგმებააგვისტო 22, 2017

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად დაგეგმავს შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებს, რაც ითვალისწინებს სახურავის შეკეთებას და კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციას.

წყარო: “ბათუმელები”

Allerede Køb Lovegra piller online – Vi… nu er begyndt at give kvinder ret i deres generic viagra liv i den periode, hvor. Skolepenge og undervisning at bruge et velkendt brand, der er ikke kun et glas.