მამა პაისი ათონელის ახალი ჩანაწერი ვრცელდებამარტი 15, 2018

ინტერნეტში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც წმინდა პაისი ათონელი ღმერთისა და რწმენის შესახებ რვა კითხვას პასუხობს.

„ყველას სურს სიხარული და ბევრი ადამიანი ეძებს მას იმ ადგილებში, სადაც სიხარული არაა. ზოგიერთი ადამიანი სიხარულს ვნებებში, ზოგი – საკვებსა და სასმელში, ზოგი – გართობაში, ფულში ეძებს… ისინი სიხარულის პოვნისკენ ისწრაფვიან, მაგრამ არის კი ამ ყველაფერში სიხარული? არის კი საფულეში სიხარული, რაც არ უნდა სავსე იყოს? რამდენ ადამიანს აქვს საფულე, ფულით სავსე, მაგრამ მათ მაინც არ გააჩნიათ სიხარული“ – ამბობს ჩანაწერში წმინდა პაისი.

ათონელი ხუცესის თქმით, ამჟამად პლანეტაზე მშვიდობა არ არის, „ყველგან ომებია, სასამართლოები, ოჯახში დავა, ყველგან უკმაყოფილება და ლანძღვაა, სადაა მშვიდობა? ვის სურს სიკეთე და ვინ ლოცულობს დღეს?“ – კითხულობს მოძღვარი.

„არის ბევრი თემა, რომლებზეც შეიძლება საუბარი: სურვილი, მრისხანება, ნება, მოთმინება, მრავალსიტყვაობა. სამწუხაროდ, ადამიანის ცხოვრების დიდი ნაწილი უსარგებლო სიტყვებზე იხარჯება. მთელი გულით გისურვებთ ყველა ადამიანს სიხარულით მიიღოთ სახარების სიტყვები, რომლებიც ჩვენთვის დაიწერა, მთელი კაცობრიობისთის, რათა ყველა გადარჩეს, რომ არავინ დაიღუპოს და ყველა ერთად იდგეს მის ცათა სასუფეველში და ადიდონ ის თავისი ანგელოზებითა და ყველა წმინდათი“ – ამბობს მამა პაისი ათონელი.

DOGMA.GE