ეგვიპტეში მე-5 საუკუნის ქრისტიანული უდიდესი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინესაგვისტო 22, 2017

ეგვიპტის ქალაქ ელ-მინიას მახლობლად, მეცნიერებმა უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს, რომელიც მე-5 საუკუნით თარიღდება.

არქეოლოგების მიერ უამრავი სამარხია აღმოჩენილი, რომელთა საერთო ფართობი 3500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გარდა ამისა, მეცნიერებმა მონაზონთა სახლებიც აღმოაჩინეს, რომლებიც თიხით არის აშენებული.

“ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ არქეოლოგიური ობიექტი ალ-ნასარას გვერდით, მონაზონთა კომპლექსი იყო” – განაცხადა ეგვიპტის სიძველეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა გამალ ელ-სემესტვავიმ.

გათხრების დროს, რომელიც რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მეცნიერებმა უამრავი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები იპოვეს. მათი თქმით, სპეციალისტებს ეს პირველი ქრისტიანი მონაზვნების ყოველდღიური ცხოვრების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.

მიიჩნევა, რომ ეგვიპტეში ქრისტიანული მონაზვნობა დაახლოებით, მე-4 საუკუნის დასაწყისიდან ჩნდება. ეკლესია მის ფუძემდებლად წმინდა ანტონი დიდს მიიჩნევს.

წყარო: “ria.ru